შერმადინის 8 ქულა და მარცხი “ბარსელონასთან”

0
2

“ლენოვო ტენერიფე”, სადაც გიორგი შერმადინი გამოდის, ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ ნახევარფინალში სტუმრად “ბარსელონასთან” უშანსოდ დამარცხდა – 69:112.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ქართველი ცენტრი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა.

მის მიზეზი ისაა, რომ მატჩის ბედი მესამე პერიოდშივე გადაწყდა და მწვრთნელს გუნდის ქართველი ლიდერი ბოლო ათწუთეულში აღარ დაუტვირთავს.

პირველი ტაიმი თანაბარი იყო, მესამე ათწუთეულში კი „ბარსელონას“ კალათბურთელებმა პერიმეტრიდან მაღალი სიზუსტით სტყორცნეს და მეოთხედი 40:18 მოიგეს. მათ საბოლოოდ 32-დან 17 სამქულიანის რეალიზება მოახერხეს.

18 წუთში შერმადინმა 8 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსმა 9 ერთეული შეადგინა, ხოლო ამ მხრივ მატჩის საუკეთესო ბარსელონას ლიდერი ნიკოლა მიროტიჩი გახლდათ – 23.

ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდეა. შემდეგი მატჩი ტენერიფეში – 9 ივნისს გაიმართება. გათანაბრების შემთხვევაში, გადამწყვეტ შეხვედრას ბარსელონა 11 ივნისს უმასპინძლებს.