არაბულის გოლი საბერძნეთის სუპერლიგაში საუკეთესოა

0
5

საბერძნეთში 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი ბაჩანა არაბული გახდა.

სუპერლიგის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გულშემატკივრებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში „ლამიას“ ქართველმა ფორვარდმა ხმების 52,87% მიიღო.

მეორე ადგილზე გასულ პაოკ-ის თავდამსხმელი ხრისტოს ცოლისი (21,09%) გავიდა, ხოლო მესამეზე „ოლიმპიაკოსის“ ფრანგი ნახევარმცველი იან მვილა (5,65%).

არაბულმა სეზონის საუკეთესო გოლი 5 იანვარს სუპერლიგაში სალონიკის „არისთან“ მატჩში გაიტანა. მან ნახსენებ შეხვედრაში დუბლი შეასრულა – ჯერ პენალტი შეაგდო, ხოლო შემდეგ „მაკრატელა“.

სწორედ ეს „მაკრატელა“ აღიარეს ქომაგებმა საუკეთესოდ. აქვე გეტყვით, რომ არაბული საბერძნეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 21 მატჩში გატანილი 4 გოლით და 1 საგოლე პასით, „ლამიას“ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

27 წლის არაბული „ლამიაში“ გასული სეზონის დასაწყისში გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება.