პარტეი განის ნაკრებიდან მოკვეთეს

0
2

თომას პარტეი განის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს დროებით ჩამოშორეს.

განელები შეკრებაზე არიან და ორი ამხანაგური მატჩისთვის ემზადებიან – მაროკოსა და კოტ დივუარის ეროვნულ გუნდებთან.

პარტეიმ, რომელიც ნაკრების ვიცეკაპიტანია, თამაშის წინ ვარჯიშზე დააგვიანა და ამის გამო მთავარმა მწვრთნელმა ჩარლზ აკონორმა შეკრებიდან დაითხოვა.

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი თავისი ქვეყნის ნაკრების ღირსებას 2016 წლიდან იცავს და 31 მატჩში 10 გოლი გაიტანა.