დვალსა და ხარაიშვილს ავსტრიელი გაწვრთნის

0
4

უნგრეთის „ფერენცვაროშს“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლაშა დვალი და ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი გამოდიან, პეტერ შტიოგერი გაწვრთნის.

55 წლის ავსტრიელმა სპეციალისტმა უკრაინელი სერგეი რებროვი შეცვალა, რომელმაც ბუდაპეშტელებს უნგრეთის ჩემპიონატი ზედიზედ 3-ჯერ მოაგებინა და სამუშაოდ არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბ „ალ-აინში“ წავიდა.

შტიოგერი გასულ სეზონში ვენის „აუსტრიაში“ მუშაობდა და გუნდი ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-8 ადგილზე გავიდა, რაც 1972-1973 წლების სეზონის შედეგ ყველაზე ცუდი შედეგია. მაშინ, „აუსტრიამ“ მე-10 ადგილი დაიკავა.

შტიოგერი ცნობილი გერმანიაში მუშაობით გახდა, სადაც „კიოლნს“ (2013-2017) და დორტმუნდის „ბორუსიას“ (2017-2018) წვრთნიდა.