ბუსკეტს კორონავირუსი აქვს, ესპანელებმა დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს

0
7

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტან სერხიო ბუსკეტს კორონავირუსი დაუდასტურდა. „ბარსელონას“ ნახევარმცველი თვითიზოლაციაშია.

გარდა ამისა, ესპანეთის ნაკრების ხელმძღვანელები ყველა ზომას მიიღებენ, რომ ვირუსი სხვა ფეხბურთელებს ან სტაფის წევრებს არ გადაედოთ.

ამის გამო, „ფურია როხამ“ ყველა დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა ან გადადო. ლუის ენრიკეს გუნდი 8 ივნისს ლიტვასთან ამხანაგური მატჩს ჩაატარებს, რომელშიც პირველი ნაკრების ნაცვლად ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები იასპარეზებს. ევროპის ორგზის ჩემპიონები ევრო-2020-ზე პირველ თამაშს 14 ივნისს ჩაატარებენ.