ისტორიაში პირველი მატჩი ნიდერლანდებთან და მარცხი

0
6

ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები არსებობის ისტორიაში ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ.

ფრანგი ვილი სანიოლის ხელმძღვანელოვით ქართველებმა მეხუთედ ითამაშეს და 3 გოლი პირველად გაუშვეს.

ამხანაგური შეხვედრა ენსხედეში “ტვენტეს“ საშინაო სტადიონზე შედგა, კლუბში სადაც თავის დროზე საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველი გოგა გახოკძე გამოდიოდა, ხოლო გორგი აბურჯანიამ ამ გუნდში ერთი სეზონი გაატარა.

რუმინეთთან სტუმრად მოგებულ (2:1) სპარინგთან შედარებით, ქართველების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობაში 9 მოთამაშე შეცვალა.

კარში გიორგი ლორია დაბრუნდა, დაცვის ცენტრში გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა.  და ლაშა დვალი მოქმედებდნენ, მარჯვენა ფლანგი გიორგი კაკაბაძეს ებარა, ხოლო მარცხენა – გურამ გიორბელიძეს.

ნახევარდაცვის ცენტრში ვაკო გვილია, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი აბურჯანია თამაშობდნენ.

მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე საბა ლობჟანიძე იმყიფებოდა, ხოლო თავდასხმაში ბუდუ ზივზივაძე განაწესეს.

მატჩის დებიუტში გიორგი აბურჯანიას კარგი პასის მერე, საბა ლობჟანიძე ნიდერლანდელთა მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ცუდად დაარტყა და სტეკელენბურგი ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა.

მე-7 წუთზე, დეპაის გადაცემის შემდეგ საქარრთველოს ნაკრების საჯარიმოში დუმფრისი ლაშა დვალმა წააქცია და მსაჯმა პენალტი უყოყმანოდ დანიშნა.

თერთმეტმეტრიანი ზუსტად დეპაიმ შეასრულა, რომელმაც ბოლო ორი მატჩში ნიდერლანდელთა შემადგენლობაში მესამე ბურთი გაიტანა. მან ბოლო 7 მატჩში ნიდერლანდელთა მაისურით მეშვიდე გოლი მიითვალა.

31-ე წუთზე, აბურჯანიამ მეტოქის საჯარიმოში კიტეიშვილი კოძებნა, რომელმაც დასარტყმელ პოზიციაზე გვილია გაიყვანა და  მაგრამ ამ უკანასკნელს დარტყმა არ გამოუვიდა, რის გამო, ანგარიში გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვა.

37-ე ვერგჰორსტი ქართველების საჯარიმოში შეიჭრა და სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ლორიამ ნახტომში ბურთი მოიგერია.

პირველი ტაიმის მიწურულს დე იონგმა საქართველოს საჯარიმოს მისადგომებიდან „გაისროლა“ და ლორიამ ნახტომში სტუმრები გიოლის გაშვებისგან გადაარჩინა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში საქართველოს ნაკრებმა აუტის მოწოდების შემდგე ბურთი თავუს ნახევარზე დაკარგა, რითაც მასპინძლებმა მყისიერად იარგებლეს და დეპაის საუცხოო პასის მერე, ვერგჰორსტმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა – 2:0.

61-ე წუთზე, გვილია მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ სათანადოდ ვერ დაარტყა და ანგარიშის შემცირების შანსი ხელიდან გაუშვა.

65-ე წუთზემ კუთხურის გათამაშების შემდეგ, ზურიკო დავითაშვილი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და დაარტყა – კარის წინ მდგომმა გვილიამ ბურთს მიმართულება შეუცვალა, მაგრამ არაზუსტად.

ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, მასპინძლების კონტრეშეტვის დროს ისევ ვეუნალდუმმა დაარტყა სახიფათოდა და ლორიამ თავისგან მარცხენა მაღალ კუთხეში წასული ბურთი კუთხურზე უკუაგდო.

77-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან მალენმა ზუსტი პასი ქართველების საჯარიმოში მყოფ დეპაის გაუკეთა, რომლის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია, მაგრამ კარის ახლო მყოფმა გრავენბერხმა თავით ზუსტად დაამატა – 3:0.

88-ე წუთზე, საქართველოს ნაკრებში წყალტუბოს “სამგურალის” ფორვარდის სერგო კუხინიძის დებიუტი შედგა, რომელმაც კიტეიშვილი შეცვალა.

მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ჯანა ჯიღაურმა ნიდერლანდელთა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა.

ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ ჯიღაური ანალოგიური პოზიციიდან მეტოქის კარს ისევ დაემუქრა. მაგრამ ამჯერად ბურთი კარის ჩარჩოს აცდა.

მატჩის მიწურულს თავის გამოჩენა ვან ანხოლტს შეეძლო, თუმცა, სტუმართა საჯარიმოში მყოფმა მარცხენა მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, ბათუმში, მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვოსთან ჩაატარებს.

ნიდერლანდები – საქართველო 3:0 (1:0)

2 ივნისი. ენსხედე. სტადიონი „ გროლს ვესტე“. 9000 გულშემატკივარი.

ნიდერლანდები: სტეკელენბურგი, ბლინდი (აკე, 46), დე იონგი (გრავენბერხი, 67), დე ვრეი, დუმფრისი, ვეგჰორსტი (მალენი, 66),  ვინდალი, დე რონი, დეპაი, ვეინალდუმი (კლასენი, 66), ტიმბერი (ბერგუისი, 77).

მთავარი მწვრთნელი: ფრენკი დე იონგი.

საქართველო: ლორია, კაშია, კაკაბაძე, ხოჭოლავა (ჯიღაური, 65), დვალი, გიორბელიძე, გვილია (კვეკვესკირი, 78), კიტეიშვილი (კუხიანიძე, 88), აბურჯანია (დაუშვილი, 79), ლობჟანიძე (დავითაშვილი, 46), ზივზივაძე (მიქაუტაძე, 65).

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.

გოლი: 1:0 დეპაი (10, პენ.), 2:0 ვერგჰორსტი (55), 3:0 გრავენბერხი (77)

გაფრთხილება: კაკაბაძე (45+1), კაშია (79)

მთავარი მსაჯი: ერიკ ლამბრეხტსი.