რაგბისა კავშირის პრეზიდენტი კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

0
3

რაგბის კავშირის პრეზიდენტი, იოსებ ტყემალაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს. მინისტრმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ერთად ქართულ რაგბშიმიმდინარე პროცესები განიხილეს. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა თეა წულუკიანს რამდენიმე თვიანიმუშაობის ანგარიში გააცნო და ახლო მომავალში გასატარებელი რეფორმების შესახებ ესაუბრა.

იოსებ ტყემალაძის განცხადებით, ძალიან მალე რაგბის კავშირის გამგეობა უფრო მეტად გამჭვირვალეწესებით არჩეული წევრებით დაკომპლექტდება. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისმაგუნდმა ბოლო ორი თვის განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადადგა ქართული რაგბის გაჯანსაღებისა დახელშეწყობისაკენ. სოსო ტყემალაძე გამოეხმაურა თეა წულუკიანის ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ სპორტულ ორგანიზაციებში ამოქმედდეს ანტიკორუფციული მექანიზმები, რათა საბიუჯეტო რესურსისხარჯვა მაქსიმალურად გამჭვირვალე და მიზნობრივი იყოს.

იოსებ ტყემალაძემ აღნიშნა, რომ კავშირი დანერგავს აღნიშნულ მექანიზმებს, მათ შორის შესაბამისიდათქმები აისახება ორგანიზაციის დებულებაშიც რაგბის კავშირის მიერ დახარჯული თანხების სათანადომონიტორინგის მიზნით.

მინისტრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტს მიმდინარე სამუშაო პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა დაქართული რაგბის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთ თვეში სამხრეთ აფრიკას ესტუმრება დამსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან 2 და 9 ივლისს ორ ტესტ მატჩს გამართავს. აღსანიშნავია, რომ სამხრეთაფრიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ პირველ შეხვედრას სწორედ „ბორჯღალოსნებთან“ ჩაატარებს, რაც გახლავთ ქართული რაგბის კიდევ ერთი დიდი აღიარება და წარმატება.