საქართველოს 17 წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა აზერბაიჯანელ თანატოლებთან პირველი ამხანაგური მატჩი მოიგო.
გიორგი ჩიტაურის შეგირდებმა მეტოქე 2:1 დაამარცხეს. პირველ ტაიმში პენალტიდან ანგარიში ლუკა პარკაძემ გახსნა.
მეორე ტაიმში მასპინძლები გაბრიელ სიგუამ კიდევ უფრო წინ გაიყვამა. აზერბაიჯანელებიდან გოლი თერთმეტმეტრიანიდან სანან აგალაროვმა გაიტანა.
ქართველი 17-წლამდელები, რომლებიც შეკრებას თბილისში გადიან, აზერბაიჯანელებთან მომდევნო სპარინგს 8 ივნისს ჩაატარებენ.
საქართველო – აზერბაიჯანი 2:1 (1:0)
5 ივნისი. თბილისი. სფფ-ს ტექნიკური ცენტრი „ბასა“.
საქართველო U17: რევაზ კურტანიძე, თენგიზ გობეშია, გიორგი ტაბატაძე, გელა სადღობელაშვილი, საბა ხარჩილავა, გაბრიელ სიგუა, დემეტრე ციკოლია, ლუკა პარკაძე, ნიკოლოზ ყველაშვილი, თენგიზ ალიბეგაშვილი, გიორგი ფარცვანია
შეცვლაზე შევიდნენ: ლაშა გადილია, დაჩი ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ ცეცხლაძე, გიორგი პარკინაშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური
გოლები: ლაშა პარკაძე 1:0 (35. პ), 2:0 გიორგი სიგუა (70), 2:1 სანან აღალაროვი (87. პ)
