ფოდენი პრემიერ ლიგაში საუკეთესო ახალგაზრდაა

0
9

ინგლისის პრემიერ ლიგის 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.

პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ 21 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა გულშემატკივრებისა და ჟიურის გამოკითხვაში რუბენ დიაშს („მანჩესტერ სიტი“), დომინიკ კალვერტ-ლიუინს („ევერტონი“), ილან მელიეს („ლიდსი“, მეისონ მაუნტს („ჩელსი“), მარკუს რეშფორდს („მანჩესტერ იუნაიტედი“), დეკლან რაისსა („ვესტ ჰემი“) და ბუკაიო საკას („არსენალი“) აჯობა.

ფოდენმა განვლილ სეზონში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 28 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე მეორედ დაასახელეს. გასულ სეზონში პრიზს „ლივერპულის“ მარჯვენა მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი დაეუფლა.