გვარდიოლა პრემიერ ლიგაში საუკეთესოდ მესამედ დაასახელეს

0
8

პეპ გვარდიოლა ინგლისის პრემიერ ლიგის 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

პრემიერ ლიგის ოფიციალურ ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთის გულშემატკივრბსა და ექსპერტებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში,ესპანელმა სპეციალისტმა ოლე-გუნარ სოლსკიაერს („მაჩნესტერ იუნაიტედი“), ბრენდან როჯერსს („ლესტერი“), დევის მოიესი („ვესტ ჰემი“) და მარსელო ბიელსას („ლიდსი“) აჯობა.

გვარდიოლა ბოლო 4 სეზონის მანძილზე სეზონის საუკეთესო მწვრთნელად მესამედ დაასახელეს. ის ამ მაჩვენებლით ფრანგ არსენ ვენგერსა და პორტუგალიელ ჟოზე მოურინიოს გაუტოლდა.

პრეიმიერ ლიგაში სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული ყველაზე მეტჯერ „მანჩესტრ იუნაიტედის“ ლეგენდამ შოტლანდიელმა სერ ალექსა ფერგიუსონმა მოიპოვა – 11-ჯერ.

გვარდიოლა „სიტის“ 2016 წლიდან ავარჯიშებს და ჩემპიონობა 3-ჯერ მოაგებინა.