ბრაზილიის ნაკრები შესარჩევ ციკლში უდანაკარგოა

0
6

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო 2022 წლის ჩემოიონატის შესარჩევი ციკლის სამხრეთ ამერიკის ზონაში ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო.

ტიტეს შეგირდებმა ქალაქ პორტუ-ალეგრიში სტადიონ „ბეირა რიოზე“ ეკვედორს უმასპინძლეს და 2 უპასუხო გოლი გაუტანეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 65-ე წუთზე ნეიმარის გადაცემის შემდეგ ანგარიში რიშარლისონმა გახსნა.

ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ნეიმარმა პენალტი გამოიყენა და მიმდინარე გათამაშებაში 4 გოლი გაიტანა. ის ერთი გოლით ჩამორჩება ბოლივიელ მარსელო მარტინს.

სხვათა შორის, ნეიმარს პირველ ჯერზე პენალტი ეკვადორელთა გოლკიპერმა აუღო, მაგრამ რადგან მას დარტყმის შესრულების დროს ფეხები კარის ხაზზე არ ჰქონდა, მსაჯმა ბრაზილიელ ფორვარდს თერთმეტმეტრიანი გაამეორებინა.

ნეიმარი „სელესაოში“ 2010 წლიდან თამაშობს დ 104 თამაშში მეტოქეთა კარი 65-ჯერ აიღო.

ბრაზილია 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს 15 ქულით ლიდერობს. ტიტეს გუნდმა 14 გოლი გაიტანა და 2 გაუშვა.