შერმადინის “ტენერიფე” ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

0
8

გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფე” ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. სერიის საშინაო გამარჯვებით გახსნისშემდეგ, ტენერიფელებმა მეტოქე ბურგოსი სტუმრადაც დაამარცხეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. 3 ივნისს გამართული შეხვედრა შერმადინის გუნდმა დამაჯერებლად – 92:68 მოიგო.

ბურგოსის შემადგენლობაში თამაშობდა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, თად მაკფადენი, რომელმაც მატჩის პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა. დიდ შესვენებაზე ბურგოსელები მასპინძლები 6-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. თუმცა მეორე ნახევარში „ტენერიფეს“ ფორვარდებმა რაც პირველ ტაიმში დააკლეს, მეორეში ჩააგდეს და მესამე პერიოდი კუნძულელებმა 31:11 მოიგეს.

პირველშიც და მეორეშიც მეტად სასარგებლოები იყვნენ გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი და ცენტრი გიორგი შერმადინი. ბრაზილიელმა უერტასმა 20 ქულა, 9 პასი ჩაიწერა და მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით საუკეთესო იყო – 28.

შერმადინმა მატჩი 11 ქულით, 3 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა, თუმცა სარგებლიანობის კოეფიციენტი ძალიან მაღალი ჰქონდა – 22. ამ კომპონენტზე დიდი გავლენა იქონია ჯარიმების რაოდენობამ: შერმადინზე 9-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად ერთი ფოლი მიიღო. 9 ჯარიმა თავისთავად მიუთითებს, რაოდენ უხეშად ეთამაშებოდნენ 216 სმ სიმაღლის ქართველ ცენტრს.

რაც შეეხება მაკფადენს, თადმა შეხვედრა 10 ქულითა და 4 პასით დაასრულა. ტენერიფეს მეტოქე ნახევარფინალში ბარსელონასა და ხუვენტუდს შორის გამარჯვებული გუნდი იქნება. კატალონიელები სერიას 1:0 იგებენ და დიდი ალბათობით ნახევარფინალშიც გავლენ.