საქართველოსა და ლიეტუვას ეროვნული ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს გამართული შეხვედრის მე-3 წუთზე ანგარიში ვახტანგ კეკელიამ გახსნა. მე-12 წუთზე ბარანაუსკასმა საპასუხო ბურთი გაიტანა.
მე-14 წუთზე, კეკელიამ მასპინძლები კიდევ დააწინაურა, მაგრამ სამ წუთში იუხნომ ანგარიში ისევ გაათანაბრა.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა პირველი სპარინგი ვახტანგ ჯვარაშვილისა და ირაკლი თოდუას გოლებით მოიგო.
