ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ 2020-2021 წლების სეზონის პრემიერ ლიგის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
მეკარე: ედერსონი („მანჩესტერ სიტი“).
მცველები: ლიუკ შოუ („მანჩესტერ იუნაიტედი“), ჟოაო კანსელუ, ჯონ სტოუნსი, რუბენ დიაში (ყველა „მანჩესტერ სიტი“).
ნახევარმცველები: ილკაი გიუნდოგანი, კევინ დე ბრუინი (ორივე „მანჩესტერ სიტი“), ბრუნუ ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“).
თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“), სონი, ჰარი კეინი (ორივე „ტოტენჰემი“).
