მარადონას ძეგლი და არგენტინის ფრე ჩილესთან

0
7

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამხრეთ ამერიკის ზონაში მე-5 ტურის მატჩები გაიმართა.

ყველაზე დიდ ინტერესს სანტიაგო დელ ესტეროში არგენტინისა და ჩილეს დაპირისპირება იწვევდა.

თამაშის დაწყებამდე, სანტიაგო დელ ესტეროში მდებარ სტადიონ „ესტადიო უნიკო მადრე დე სუიდადზე“ მიმდებარე ტერიტორიაზე ლეგენდარული დიეგო მარადონას ძეგლი გახსნეს, რომელიც 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

გარდა ამისა, ფეხბურთელები მარადონას პატივსაცემად მოედანზე 10-ნომრიანი მაისურებით გავიდნენ.

მისი სიკვდილის შემდეგ არგენტინელებმა პირველი მატჩი ჩაატარეს და ჩილელებთან ქულები გაიყვეს – 1:1.

მატჩის 24-ე წუთზე პენალტიდან ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა, რომელმაც თავისი ქვეყნის ნაკრების მაისური 143-ედ მოიგო და 72-ე გოლი გაიტანა. ის არგენტინის ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

ჩილემ საპასუხო ბურთი 36-ე წუთზე ალექსის სანჩესის დარტყმის მერე გაიტანა.

არგენტინა 11 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო ჩილე 5 ქულით – მეშვიდეა. გათამაშებას 12 ქულით ბრაზილია ლიდერობს, რომელიც თავის მატჩს ეკვადორთან ხვალ გამთენიისას ჩაატარებს.

კოლუმბია აუტსაიდერ პერუს ესტუმრა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. მე-40 წუთზე თავი იერი მინამ გამოიჩინა, 49-ე წუთზე მასპინძლების კარი ანდრეს ურიბემ აიღო, ხოლო 55-ე წუთზე პერუელები ლუის დიასმა დაამწუხრა.

კოლუმბია 7 ქულით მე-6 პოზიციაზე, პერუ კი 1 ქულით – ბოლოა.

ბოლივიამ ვენესუელა მიიღო და 3:1 აჯობა. მე-5 და 83-ე წუთებზე სტუმართა კარი მარსელო მარტინსმა დალაშქრა, ხოლო მე-60 წუთზე თავი დიეგო ბეხარანომ გამოიჩინა. ვენესუალადან ერთადერთი გოლის ვატორი ჯონ ჩანსელორია.

ბოლივიამ პირველი თამაში მოიგო და 4 ქულით მე-8 ადგილზეა. ვენესუელა 3 ქულით -მეცხრეა.

ურუგვაიმ პარაგვაის უმასპინძლა და მატჩი უგოლოდ დასრულდა. პარაგვაი 7 ქულით მეოთხეა, ხოლო ურუგვაი ამდენივე ქულით – მეხუთე. ურუგვაელები კონკურენტს გატანილ-გაშვებული უარესი სხვაობით ჩამორჩებიან.