დვალისა და ხარაიშვილის გუნდი უმწვრთნელოდა დარჩა

0
3

ბუდაპეშტის „ფერენცვაროში“, სადაც მცველი ლაშა დვალიშვილი და ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი გამოდიან, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

უნგრული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 47 წლის უკრაინელმა სერგეი რებროვმა თანამდებობდა დატოვა.

ის „ფერენცვაროშს“ 2018 წლის აგვისტოდან წვრთნიდა და უნგრეთის ჩემპიონატი 3-ჯერ მოაგებინა, ასევე ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფში ათამაშა.

26 წლის დვალი ბუდაპეშტურ კლუბში 2018-2019 წლების სეზონის მეორე ნახევრიდან გამოდის და ჩემპიონატში ჩატარებულ 36 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრების მცველმა უნგრეთის ჩემპიონატის ოქროს მედლებს 3-ჯერ დაეუფლა.

24 წლის ხარაიშვილი „ფერენცვაროშში“ 2020-2021 წლების სეზონის მეორე ნახევარში გადავიდა და 4 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ერთხელ აიღო.