ბრაზილიის ნაკრებმა კოპა ამერიკაზე თამაში იუარა

0
12

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს არ ითამაშონ კოპა ამერიკა, რომელიც მათ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს, იუწყება ესპანური გამოცემა AS.

ფეხბურთელები უკმაყოფილონი დარჩნენ, რომ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და ტურნირი ბრაზილიაში გადაიტანა.

„სელესაოს“ ვეტერანმა მოთამაშეებმა ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ როჟერიო კაბოლკოსთან შეხვედრის დროს თავისი პოზიცია დააფიქსირეს და ისინი უკმაყოფილონი არიან, რომ ფაქტის შესახებ მასმედიიდან გაიგეს. მათ ფედერაციის ხელმძღვანელებთან ტურნირში თამაშის სავარაუდო უარის თქმის საკითხზე ან შეჯიბრების სხვა ჩატარების თაობაზე იმსჯეკეს.

საბოლოო, ჯამში ფეხბურთელებმა კოპა ამერიკაზე თამაში იუარეს და ისინი ეცდებიან, რომ სხვა ნაკრებების წევრები დაარწმუნონ, რათა წელს კოპა ამერიკის ჩატარების წინაღმდეგ ორგანიზებულად გამოვიდნენ.

თავდაპირველად კოპა ამერიკა კოლუმბიასა და არნგენტინაში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, კოლუმბიაში საპროტესტო გამოსვლების გამო, კონმებოლმა მასპინძლად არგენტინა შეარჩია.

ამასობაში არგენტინაში კორონავირუსის გამო ეპიდემიოლოგიური ვითარება ძალიან გამწვავდა და კონმებოლმა ახალ მასპინძლად ბრაზილია დაასახელა, რომელიც კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა სტატისტიკით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ბრაზილიელთა კაპიტან კაზემიროს მომხდართან დაკავშირებით თავისი პოზიციის დაფიქსირება საჯაროდ სურდა, მაგრამ ის ფეხბურთის ფედერაციამ დაბლოკა და ამიტომ, ხუთშაბათს პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა, რომელიც ეკვადორთან მატჩამდე ჩატარდა.