საქართველოს ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებში ჩავიდა

0
6

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 24 ფეხბურთელის შემადგენლობით შეხვედრის მასპინძელ ქალაქში 3 ივნისს ბუქარესტიდან ჩარტერული რეისით ჩავიდა. რუმინეთთან (2:1) მოგებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები საწვრთნელ პროცესს 4 ივნისიდან ქალაქ ენსხედეში განაგრძობს.

ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა 6 ივნისს, საფეხბურთო კლუბ ტვენტეს სტადიონზე გაიმართება. საქართველოსთან მატჩამდე ნიდერლანდები შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა პორტუგალიაში ფრედ 2:2 დასრულდა.

ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის ამხანაგური მატჩი კვირას, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია),  ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)