ფუტსალისტთა ნაკრებმა ლიეტუვას პირველი სპარინგი მოუგო

0
5

საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნულმა გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ამხანაგური მატჩი ლიეტუვას ნაკრებთან ჩაატარა და ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა.

შეხვედრის პირველ ნახევარში ანგარიში ვახტანგ ჯვარაშვილმა გახსნა და შესვენებამდე მეტი გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში ლიეტუველთა კარი ქართველების კაპიტანმა ირაკლი თოდუამ აიღო და საბოლოოდ, ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა 2:0 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები ლიეტუველებთან მეორე ამხანაგურ თამაშს ხვალ ჩაატარებს, რომელიც სტარტს 18:00 საათზე აიღებს.

საქართველო 2:0 ლიეტუვა

2 ივნისი. ​თბილისი, ოლიმპიური სასახლე

საქართველო: ბუკია, თოფურია, გიორგაია, ჯვარაშვილი, ღავთაძე

​სათადარიგო შემადგენლობა: ჯინჭარაძე, ჯამბურია, ჩიმაკაძე, ექიზაშვილი, თოლორდავა, კეკელია, სვანიძე, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, თოდუა

​მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

​ლიეტუვა: ჟაგარასი, იუხნო, ვოსკუნოვიჩი, ბუჩმა, სენჯიკასი

​სათადარიგო შემადგენლობა: მაცენისი, დერენდიაევი, ზაგურსკასი, ადომენასი, სკუდრელისი, ბარანაუსკასი, რეიმარისი, ოსაუსკასი, სამსონიკი

​მთავარი მწვრთნელი: ევგენ რივკინი

​გოლები: 1:0 ჯვარაშვილი (02:48), 2:0 თოდუა (28:53)

​გაფრთხილება: ვახტანგ კეკელია (33:28), ირაკლი თოდუა (37:49)

მსაჯები: ზვიად ბლიაძე, არსენ ნონიკაშვილი, გრიგოლ ბლიაძე, გოჩა ტარუაშვილი