ლუკაკუმ „ინტერში“ დარჩენა დაადასტურა

0
5

რომელუ ლუკაკუმ დაადასტურა, რომ მილანის „ინტერში“ რჩება.

„მე „ინტერში“ ვრჩები. ახალ მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის უკვე ვესაუბრე შესაძლოა, ეს ჯერ არ უნდა მეთქვა, მაგრამ ჩვენი საუბარი ძალიან პოზიტიური იყო. ჩვენი ამოცანა ისევ იტალიის ჩემპიონატში გამარჯვებაა. თავს „ინტერში“ კარგად ვგრძნობ“ – ციტირებს ლუკაკუს VTM News.

ლუკაკუმ 2020-2021 წლების სეზონში იტალიის სერია A-ში ჩატარებულ 36 მატჩში 24 გოლი (6 პენელტიდან) გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.

ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს „ინტერმა“ ლუკაკუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ 74 მილიონ ევროდ შეიძინა.