„ლაციო“ სარის 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

0
9

რომის „ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო იტალიელ სპეციალისტ მაურიციო სარისთან მოლაპარაკებას აგრძელებს და ეცდება, ეს საკითხი დღეს დახუროს.

„ლაციო“ ახალ მთავარ მწვრთნელს მას მერე ეძებს, რაც სიმონე ინძაგიმ თანამდებობა დატოვა და სათავეში მილანის „ინტერს“ ჩაუდგა.

რომაელები სარის 2-წლიან კონტრაქტს და ხელფასის სახით წელიწადში 3 მილიონ ევროს სთავაზობენ.

თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, 62 წლის მწვრთნელი დამატებით 500000 ევროს მიიღებს.

გარდა ამისა, კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვით, მისი ამოწურვის შემდეგ, თანამშრომლობა ავტომატურად კიდევ ერთი წელიწადი გახანგრძლივდება.

სარი უმუშევარი 2020 წლის აგვისტოში დარჩა, როდესაც ტურინის „იუვეტუსიდან“ დაითხოვეს. არადა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2019-2020 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატი მოიგო.

მანამდე, 2018-2019 წლების სეზონში იტალიელის გაწვრთნილმა „ჩელსიმ“ ევროპა ლიგაში გაიმარჯვა.