ბენტეკე „კრისტალ პალასში“ რჩება

0
11

კრისტიან ბენტეკემ „კრისტალ პალასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, იუწყება პრემიერ ლიგის კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ბელგიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ლონდონურ კლუბში 2023 წლამდე დარჩება.

ბენტეკე „კრისტალ პალასში“ 2016 წელს „ლივერპულიდან“ გადავიდა და ყველაზე შედეგიანი პირველი სეზონი ჰქონდა, როდესაც 40 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ, მისთვის წარმატებული გასული სეზონი აღმოჩნდა – 31 შეხვედრაში 10 ბურთი.

საერთო ჯამში, მან „კრისტალ პალასის“ მაისური ყველა ტურნირზე 146-ჯერ მოირგო და მეტოქეები 33-ჯერ დაამწუხრა.

ის ბელგიის ნაკრების განაცხადშია ევრო-2020-ისთვის, რომელიც სტარტს 11 ივნისს აიღებს.