ავთანდილ ასათიანი: “შეგნებულად გავაკეთეთ აქცენტი ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებზე”

0
6

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, ევრო 2022-ის ფინალური ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, 3 და 4 ივნისს ლიეტუვას ფუტსალის ნაკრების წინააღმდეგ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს, ავთანდილ ასათიანის გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ივარჯიშა.

ავთანდილ ასათიანი: „ამხანაგური თამაშები საშუალებას გვაძლევს ისეთი ფეხბურთელები გამოვცადოთ, ვისაც ნაკლებად უწევს სანაკრებო შეხვედრებზე თამაში. ამას გარდა, შეგნებულად გავაკეთეთ აქცენტი ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებზე, რადგან აუცილებელია, რომ მეტი სტიმული მიეცეთ მოთამაშეებს.

ნაკრებში კონკურენცია აშკარად გაზრდილია. ევროპის ჩემპიონატიც მოახლოვდა, ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული ფეხბურთელი გამოვცადოთ რისი საშუალებაც ოფიციალური თამაშების დროს არ გვეძლევა“.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი, საქართველო), დავით ჯინჭარაძე (კსუ, თბილისი, საქართველო), ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, იუგორსკი, რუსეთი)

წიზა ხაზი: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ირაკლი თოდუა, თეიმურაზ ექიზაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (რედ დრაგონსი, პნიევი, პოლონეთი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ლიდა, ბელარუსი), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი, საქართველო), ვახტანგ კეკელია, ლევან სვანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), გიორგი თოლორდავა (ილიაუნი, თბილისი, საქართველო)

ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება 29 მაისს დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა ძირითადი აქცენტი საქართველოს ფუტსალის ლიგის მოთამაშეებზე გააკეთა, გუნდში მხოლოდ რამდენიმე ლეგიონერია. საწვრთნელ შეკრებაზე ამ დროისთვის 16 ფეხბურთელი იმყოფება.

ორივე შეხვედრა ლიეტუვას ფუტსალის ნაკრების წინააღმდეგ 18:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება და გულშემატკივრებისთვის დასწრება თავისუფალია.