საუთგეიტმა ევრო-2020-ისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა

0
6

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ევრო-2020-ისთვის საბოლოო განაცხადი გამოაქვეყნა.

ინგლისის საფეხბურთო ასოციციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუთგეიტის არჩევანი ასეთია:

მეკარეები: დინ ჰენდერსონი (მანჩესტერ იუნაიტედი), სემ ჯონსტონი (ვესტ ბრომვიჩი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი).

მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ბენ ჩილუელი (ჩელსი), კონორ კოუდი (ვულვერჰემპტონი), რის ჯეიმსი (ჩელსი), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტაირონ მიგსი (ასტონ ვილა), ლუკ შოუ (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯონ სტოუნზი (მანჩესტერ სიტი), კირან ტრიპიერი (ატლეტიკო, ესპანეთი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი).

ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი, გერმანია), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), მეისონ მაუნტი (ჩელსი), კელვინ ფილიპსი (ლიდსი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი, გერმანია), ჯეკ გრილიში (ასტონ ვილა), ბუკაიო საკა (არსენალი);

თავდამსხმელები: დომინიკ კალვერტ-ლიუინი (ევერტონი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

ინგლისელები ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე D ჯგუფში ხორვატიას, ჩეხეთსა და შოტლანდიას დაუპირისპირდებიან.