„ბარსელონამ“ ემერსონი დაიბრუნა

0
8

„ბარსელონაში“ ბრაზილიელი მცველი ემერსონი დაბრუნდა, რომელიც 2019 წლიდან იჯარით სევილიის „ბეტისში“ თამაშობდა. ამის შესახებ კატალონიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.

22 წლის სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი „ბარსელონას“ მას მერე შეუერთდება, რაც თავისი ქვეყნის ნაკრებში კოპა ამერიკაზე ასპარეზობას დაასრულებს.

გასულ სეზონში, ემერსონმა „ბეტისის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 38 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.