საქართველოს კალათბურთელთა ასოციაციამ ბულაშვილი და მაზიაშვილი დააჯილდოვა

0
8
საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციამ, სუპერლიგის 2020-2021 წლების სეზონის, საუკეთესო ახალგაზრდა და გამორჩეული კალათბურთელები ლუკა მაზიაშვილი და ლუკა ბულაშვილი დააჯილდოვა.
მოთამაშეებს ფულადი პრიზი, საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციის თავჯდომარემ ლაშა გამყრელიძემ და ასოციაციის გამგეობის წევრმა დუდა სანაძემ გადასცეს.
ლუკა მაზიაშვილი ( საკალათბურთო კლუბი “ვერა”), სუპერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, მას რამდენიმე დღის წინ, ზვიად მიქაძის სახელობის თასი გადაეცა. დღეს კი საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციამ, ფულადი პრიზი 500 ლარი გადასცა.
ლუკა ბულაშვილი ( საკალათბურთო კლუბი “დინამო”) მიმდინარე სეზონის გამორჩეულ მოთამაშედ დასახელდა, რამოდენიმე დღის წინ მას გელა დარსაძის სახელობის თასი გადასცეს.
საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციამ, წარმატებული სეზონი არც ლუკას დაუკარგა და მასაც ფულადი პრიზი 500 ლარი გადასცა.
ლუკას სუპერლიგის MVP წოდებამდე, ერთი ხმა დააკლდა. ბულაშვილი საშუალოდ 21.4 ქულას, 3,4 მოხსნას და 4.5 პასს აგროვებდა.
ლუკა ბულაშვილი: “დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციას, დაფასებისთვის და ჯილდოსთვის, ასევე მადლობა გელა დარსაძის სახელობის თასის მონიჭებისთვის. ვეცდები გავამართლო ნდობა და კიდევ უფრო მოვუმატო. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს თბილისის “დინამოს”.
ლუკა მაზიაშვილი: “დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციას, დაფასებისთვის და ყურადღებისთვის.
საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი მოტივაციაა. მომავალში შევეცდები გავამართლო ეს ჯილდო.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ს.კ ვერას სადაც ეს წელი გავატარე, ვფიქრობ მთლიანობაში წარმატებული სეზონი გამომივიდა”.