რომელუ ლუკაკუ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

0
1

იტალიის სერია A-ს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად რომელუ ლუკაკუ დაასახელეს.

ამის შესახებ სერია A-ს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

მილანის „ინტერის“ 28 წლის თავდამსხმელმა განვლილ სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 36 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.

მან მილანელებთან ერთად იტალიის პირველობის ოქროს მედლები მოიგო.

ლუკაკუ „ინტერში“ 2019 წლის ზაფხულიდან გამოდის და ყველა ტურნირზე გამართულ 95 შეხვედრაში 64 გოლი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ 2020-2021 წლების სეზონის სერია A-ს საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ გახდა.