„ინტერმა“ ვიდალი და სანჩესი ტრანსფერზე დააყენა

0
1

მილანის „ინტერმა“ ტრანსფერზე ორი ჩილელი ფეხბურთელი – ნახევარმცველი არტურო ვიდალი და თავდამსხმელი ალექსის სანჩესი დააყენა.

ამის შესახებ იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ნიკოლო სკირა თავის ტვიტერის გვერდზე იუწყება.

„ინტერის“ ხელმძღვანელები ახალი სეზონის სტარტის წინ კლუბში სახელფასო ფონდის შემცირებას აპირებენ და ამიტომ, ნახსენები მოთამაშეების გაყიდვა გადაწყვიტა.

ვიდალს მილანელებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი ხელფასი წელიწადში 6,5 მილიონი ევროა. მან გასულ სეზონში „ინტერის“ მაისურით ჩატარებულ 30 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.

სანჩესს კლუბთან ხელშეკრულება 2023 წელს ეწურება და მისი ანაზღაურება წელიწადში 7 მილიონი ევროა. მან 2020-2021 წლების სეზონში „ნერაძურიში“ 38-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო, პლუს 8 საგოლე პასი გააკეთა.