ერიკ გარსია „ბარსელონაში“ დაბრუნდა

0
5

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „ბარსელონამ“ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა.

კატალონიელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 20 წლის მაცველმა ერიკ გარსიამ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

ამ ვადის ამოწურვამდე თუ რომელიმე კლუბს ერიკ გარსიას შეძენის სურვილი ექნება, 400 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ახალგაზრდა უკანახაზელი „ბარსელონას“ აღზრდილია და „მანჩესტერ სიტიში“ 2018 წელს გადავიდა.

მან განვლილ ორ სეზონში ინგლისური გუნდის მაისურით პრემიერ ლიგაში 19 მატჩი ჩაატარა დ ერთი ყვითელი ბარათი მიიღო.