ჩაკვეტაძეს „გენტის“ ფიზმომზადების მწვრთნელი „დინამოს“ ბაზაზე ავარჯიშებს

0
9

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „გენტის“ შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე თბილისშია და საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

ბელგიური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩაკვეტაძეს საქართველოს დედაქალაქში „გენტის“ ფიზმომზადების მწვრთნელი იური გეურკინი ჩამოჰყვა, რომელიც გიორგის სათამაშო კონდიციების აღდგენაში ეხმარება.

“გენტმა” ანდრო ჟორდანიას სახელობის ბაზაზე ჩაკვეტაძისა და გეურკინის ვარჯიშის ამსახველი მცირე ვიდეორგოლიც გამოაქვეყნა.

ტრამების გამო, 2020-2021 წლების სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა ბელგიის ჩემპიონატში 3 მატჩი ჩაატარა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე – 1.