ზინედინ ზიდანი: „მივდივარ, რადგან ვერ ვგრძნობ კლუბის მხრიდან საჭირო ნდობას“

0
0

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თანამდებობის დატოვების მიზეზად, კლუბის მხრიდან არასათანადო ნდობა დაასახელა.

მან ამის შესახებ ღია წერილში ისაუბრა, რომლითაც მადრიდელ გულშემატკივრებს მიმართა.

„მე მივდივარ, მაგრამ არ ვამბობ „ნახვამდის“, რადგან მწვრთნელად მუშაობით არ დავღლივარ. 2018 წლის მაისში ორწელიწადნახევარი მუშაობის შემდეგ წავედი, რადგან ვიგრძენი, რომ ამდენი გამარჯვებისა და ტიტულების მოპოვების შემდეგ, გუნდის მაღალ დონეზე დასარჩენად რაღაც ახალი იყო საჭირო.

ახლა სხვა ვითარებაა. მივდივარ, რადგან ვერ ვგრძნობ კლუბის მხრიდან საჭირო ნდობას და მხარდაჭერას, რათა რაღაც ახალი ავაშენოთ საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში.

ფეხბურთი მესმის და ჩემთვის ნაცნობია ისეთი კლუბის მოთხოვნები, როგორც „რეალია“. როდესაც ვერ იგებ უნდა წახვიდეს, ეს კარგად ვიცი“ – დაწერა ზიდანმა.

ზიდანი „რეალს“ პირველად 2016-2018 წლებში წვრთნიდა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზ ზედიზედ 3-ჯერ მოიგო. ასევე მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში, და ესპანეთის სუპერთასზე გაიმარჯვა. გარდა ამისა, მან გუნდს 2-ჯერ უეფას ევროპის სუპერთასი მოაპოვებინა და ამდენჯერვე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში გაამარჯვებინა.

ზიდანი „რეალში“ 2019 წელს დაბრუნდა და გასულ სეზონში მადრიდელებს ლა ლიგაში გამარჯვებინა.

წელს „რეალი“ ტიტულების გარეშე დარჩა, რაც ბოლო 11 წლის მანძილზე პირველად მოხდა.