ჟარდიმი სამუშაოდ საუდის არაბეთში წავიდა

0
3
CAPTION CORRECTS COACH ID Monaco coach Leonardo Jardim gestures during the Champions League Group A soccer match between Monaco and Atletico Madrid at the Louis II stadium in Monaco, Tuesday, Sept. 18, 2018. (AP Photo/Claude Paris) CORRECTION Monaco Soccer Champions League

ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი ლეონარდუ ჟარდიმი საუდის არაბეთის „ალ-ჰილალს“ გაწვრთნის.

46 წლის სპეციალისტმა ახალ კლუბთან კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა და „ალ-ჰილალს“ თავის მომავალს 2022 წლამდე დაუკავშირებს.

„ალ-ჰილალმა“ საუდის არაბეთში ჩემპიონის ტიტული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ერთი კვირის წინ გაინაღდა.

გუნდი მთავარი მწვრთნელის გარეშე თებერვალში დარჩა, როდესაც თანამდებობიდან მირჩა ლუჩესკუს შვილი რაზვან ლუჩესკუ დაითხოვეს.

ბოლოს ჟარდიმი „მონაკოში“ მუშაობდა – 2019 წლის იანვრიდან დეკემბრამდე.

მან სამწვრთნელო კარიერაში ჯერჯერობით საუკეთესო პერიოდი სწორედ „მონაკოში“ გაატარა, ოღონდ როდესაც გუნდის თავკაცად (2014-2018) პირველად დანიშნეს და 2017 წელს ლიგა 1 მოიგო, პლუს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.