თომას ტუხელი: „ჩემპიონთა ლიგის მოგებით ახალი თამასა დავაწესეთ“

0
8

თომას ტუხელს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებით ლონდონის „ჩელსიმ“ საკუთარ თავს ახალი თამასა დაუწესა და ამ ფაქტმა მომავალში გუნდის განვიტარებას ხელი უნდა შეუწყოს.

ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ 29 მაისს პორტუში სტადიონ „დრაგაუზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ (1:0) გამარჯვების მერე განაცხადა.

„პირველ ტაიმში ტრავმის გამო ტიაგუ სილვა დავკარგეთ და იძულებული გავხდით, მის მაგივრად მოედანზე კრისტიანსენი შეგვეყვანა. ასეთი გადაადგილებები გუნდის მიერ დასახული მიზნის შესრულებას ართულებს, მაგრამ ჩვენ ამას საუცხოოდ გავუმკავდით. ყველა რთულ მომენტებშიც კი, მეტოქის ზეწოლის დროს თამაშის სტრუქტურას არ ვკარგავდით და მუდმივად აქტიურები ვიყავით.

„სიტიმ“ შემტევი შემადგენლობა დააყენა, რომელიც ტექნიკურად საუცხოოდაა მომზადებული. ჩვენთვის მეტოქისთვის ბურთის ართმევა ძალიან რთული იყო. მნიშვნელოვანია, რომ ასპილიკუეტა და რუდიგერი მუდმივად „მაღლა“ ადიოდნენ და ჩვენ ნახევარმცველებს „სიტის“ შემტევი ხუთეულის შეჩერაბაში ეხმარებოდნენ.

გამარჯვებისთვის როგორც ერთ გუნდს უნდ გვეთამაშა, რომელსაც საკუთარი თავის აბსოლუტურად სჯერა და ჩვენ ეს გავაკეთეთ. წუთიდან წუტამდე ორთაბრძოლებს ვიგებდით და ბურთს ვიბრუნდებდით, რის შემდეგ, სახიფათო კონტრშეტევებს ვანხორციელებდით. თითოეული წარმატებილი მოქმედება თავდაჯერებას გვმატებდა და დაუჯერებლად რთულ შეხვედრაში ჩვენი წარმატება ამაზე ავაგეთ.

დაცვაში თამაში ნებისმიერ გუნდის შენების ფუნდამენტია და ჩვენ ბევრი მოთამაშე გვყავს, რომლებიც ამას საუცხოოდ აკეთებემნ. გარდა ამის, ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ, მაქსიმალურად თავდადებულნი არიან და ეს მეტოქის ზეწოლისთვის გამკლავებაში ხელს გვიწყობს.

ამ გამარჯვებით ახალი თამასა დავაწესეთ და როდესაც ზეიმი ჩაივლის, მიღებული გამოცდილება გუნდის მომავალი განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ამ წარმატების შემდეგ. მნიშვნელოვანია მომავალი გამარჯვებების წინ ისევ „მშიერები“ ვიყოთ“ – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა, რომელიც „ჩელსიში“ იანვრიდან მუშაობს და კარიერაში ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო.