„რუბინის“ ნახევარმცველი: „კვარაცხელიას საუკეთესო დრიბლინგი აქვს, ის არსად წასულა“

0
7

ყაზანის „რუბინისა“ და რუსეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის დენის მაკაროვის აზრით, რუსეთის პრემიერ ლიგაში საუკეთესო დრიბლინგი მის თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიას აქვს.

„მე მომწონს გოლოვინი და მირანჩუკი – მათ კარგი დრიბლინგი და მოედნის ხედვა აქვს. რუსეთის პრემიერ ლიგაში კვარაცხელიას აღვნიშნავ. ალბათ, მას პრემიერ ლიგაში საუკეთესო დრიბლინგი ავქს.

დაემშვიდობა თუ არა კვარაცხელია გუნდს? ჯერ არა, ის რა სადმე გადადის? ჩვენთვის არაფერი უთქვამთ“ – ციტირებს მაკაროვს championat.com-ი.

20 წლის კვარაცხელიამ პრემიერ ლიგის 2020-2021 წლების სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.

ამჟამად, კვარაცხელია ტრავმირებულია და საქართველოს ნაკრებს 2 ივნისს სტუმრად რუმინეთთან, ასევე, 6 ივნისს გასვლაზე ნიდერლანდებთან ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარება.