ჯანო ანანიძე სამშაბათს ოპერაციას გაიკეთებს. მას მუხლზე ართროსკოპიული ჩარევა დასჭირდება.
ამის შესახებ თბილისის „დინამოს“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ განაცხადა.
ანანიძე „დინამოს“ 29 აპრილს შეუერთდა და კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. მან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ერთი მატჩი ბათუმის „დინამოსთან“ ჩაატარა, როდესაც შეცვლაზე შევიდა.
თუმცა, 28 წლის ფეხბურთელი იმ შეხვედრაში დაშავდა და მას მერე მედანზე აღარ გასულა.
