ვილი სანიოლის შეხვედრა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მწვრთნელებთან

0
4

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლსა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბების მწვრთნელებს შორის შეხვედრა გაიმართა.

სასტუმრო “შერატონში” სანიოლსა და ადგილობრივი კლუბების მწვრთნელებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.

საუბარი ეროვნული ნაკრებისა და კლუბების მწვრთნელებს შორის 2 საათი გაგრძელდა. მხარეებმა ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს და შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალში გაიმართება.