პეპ გვარდიოლა: „ფინალის წინ ფეხბურთელების დაძაბვას არ ვაპირებ“

0
7

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვაერდიოლას არ სურს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ თავისი მოთამაშეები ზედმეტად დაძაბოს.

მან ამის შესახებ დღეს პორტუგალიის ქალაქ პორტუში ლონდონის „ჩელსისთან“ დაპირისპირებამდე განაცხადა.

„ვეცდებით მატჩი იდეალურად ჩავატაროთ. ბევრი წელია ერთად ვთამაშობთ. როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადიხარ, ეს იმ პროცესის დასრულებაა, რომელიც 4-5 წლით ადრე დაიწყო. ის გაიმარჯვებს, ვინც დაიმსახურა.

ჩვენ შეგვიძლია პენალტებზე ვივარჯიშოთ, მაგრამ საწვრთნელი პროცესის განმავლობაში მატჩის შემდგომის სერიის რეალურად მოდელირებას ვერ მოახერხებთ. პენალტების სერიის გარდა სხვა საფიქრალიც მაქვს.

ზოგიერთი ფეხბურთელი მოედანზე დაძაბული და სირთულეებით გადის, მაგრამ ისინი ამას უნდა გაუმკლავდნენ.

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ფინალის მოსაგებად უნდა დავიტანჯოთ. სასიამოვნო სათქმელია – ისიამოვნე, მაგრამ ზოგჯერ ეს შეუძლებელია. მედგრად უნდა დავდგეთ.

ზუსტად ვიცი თამაში როგორ გვსურს და ვის ვუპირისპირდებით, მაგრამ ფეხბურთელების ძალიან დაძაბვას არ ვაპირებ. ფინალში თამაში წარმოუდგენელი პრივილეგიაა. კარიერის დასაწყისში არ ველოდი, რომ ჩემპიონთა ლიგის თუნდაც ერთ ფინალში ვითამაშებდი. ახლა აქ ვართ და ჩვენ გაგვიმართლა.

ზუსტად ვიცი მოთამაშეებს რა უნდა ვუთხრა. მათი ნამეტანი შეწუხება არ მსურს. ბიჭებს, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ან ნერვიულობენ, ვეტყვი, რომ ყველაფერი ნორმალურადაა, ხოლო ვინც უფრო მოდუნებულია, მათ ვეტყვი, რომ ეს ნორმალურია. თითოეული მატჩისთვის თავისებურად ემზადება.

17 წლის მესი არ გამიწვრთნია. ამიტომ, არასოდეს მინახავს ამ ასაკში ისეთი პოტენციალის მქონე მოთამაშე, როგორსაც ფოდენი ფლობეს.

მისი თამაში და სიმშვიდე მომწონს. როდესაც ის შეცდომას უშვებს, ამას მალე ივიწყებს. მისი პრიორიტეტი ფეხბურთია და ის იზრდება.

მე ყველაფერი მაქვს. მეტს ვერ მოვითხოვ, რათა ჩემი სამუშაო კიდევ უფორ უკეთესად შევასრულო. აი, ყველაფერი ასეთი მარტივია – არც მეტი, არც ნაკლები. ჩვენ ერთად ვიზიარებთ როგორც შეცდომებს, ასევე, მიღწევებს. კონტრაქტი სწორედ ამიტომ გავახნაგრძლივე. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

„მანჩესტერ სიტიში“ დავრჩები. ამაში დარწმუნებული ვარ. ფინალში გამარჯვება ან მარცხი ჩემს მომავალს არ შეცვლის.

დორტმუნდში „ბორუსიასთან“ ჩატარებული პირველი ტაიმი და პარიზში ნათამაშები პირველი ტაიმი არ დამვიწყებია. მაშინ, მეტოქეები უფრო ძლიერები იყვნენ. იმ მომენტში ერთ მუშტად შევიკარით. მომავალ მატჩში ისე არ იქნება, რომ მხოლოდ ერთი გუნდის დომინირებდეს. როდესაც მეტოქეს წნეხში მოვაქცევთ, შევეცდებით ეს ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

საშინელებაა როდესაც მოთამაშეს ეუბნები, რომ ის სასტარტო შემადგენლობაში არაა. მწვრთნელობას არ გირჩევთ. ამისთვის ლამაზი სიტყვები არ მაქვს. ცხოვრება ყოველთვის მეორე შანსს გაძლევს. ამიტომ, მომდევნო შანსისთვის უფრო გულმოდგინედ უნდა იმუშავო და შესაძლოა, დაჯილდოვდე. მე მათ უბრალოდ თანავუგრძნობ, რადგან თითოეული მათგანი მოედანზე ადგილს იმსახურებს“ –  ციტირებს ესპანელ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი პორტუს საშინაო სტადიონ „დრაგაუზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.