„ნაპოლის“ სპალეტი ჩაიბარებს

0
8

საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია.

ნეაპოლელთა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში დათხოვნილ ჯენარო გატუზოს 62 წლის ლუჩანო სპალეტი შეცვლის.

„მიხარია განვაცხადო, რომ პირველი ივლისიდან ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება. კეთილი იყოს შენი მობრძანება ლუჩანო. ერთად საუცხოოდ ვიმუშავებთ“ – თქვა ლაურენტისმა.

სპალეტის თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთი გუნდი გაუწვრთნია, ხოლო ბოლოს მილანის „ინტერს“ ავარჯიშებდა – 2017-2019 წლებში.

მისი ყველაზე დიდი მიღწევა იტალიაში ორჯერ ქვეყნის თასის მოგებაა, ხოლო ერთხელ – სუპერთასის.

ის ორჯერ იტალიაში წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

სპალეტი სანკტ-პეტერბურგის „ზენიტშიც“ მუშაობდა, რომელთან ერთად 2-ჯერ რუსეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო თითოჯერ რუსეთის თასი და სუპერთასი მოიპოვია.