„ლიონს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

0
6

„ლიონმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე პეტერ ბოში დანიშნა.

ფრანგული საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 57 წლის ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ბოშმა „ლიონში“ რუდი გარსია შეცვალა, რომელმაც კლუბი სეზონის დასრულების მერე დატოვა. „ლიონმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური ლიგა 1-ის ბოლო ტურში დაკარგა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი დაიკავა.

ბოში მარტში ლევერკუზენის „ბაიერიდან“ დაითხოვეს, სადაც 2018 წლის დეკემბრიდან მუშაობდა.

ის სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში „ბაიერის“ გარდა, „ჰერაკლესს“, „ვიტესს“, თელ-ავივის „მაქაბის“, ამსტერდამის „აიაქსს“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელობდა.