2013 წლის შემდეგ პირველად – „ნიუკასლის“ ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში გამოარჩიეს

0
4

„ნიუკასლის“ შემტევი ნახევარმცველი ჯო უილოკი მაისში ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ეს ფაქტი იმითაა საყურადღებოა, რომ უილოკი 2013 წლის ნოემბრის შემდეგ „ნიუკასლის“ პირველი ფეხბურთელია, რომელსაც წილად ასეთი პატივი ხვდა.

მაშინ, თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ნიუკასლელთა ნიდერლანდელმა მეკარე ტიმ კრულმა მიიღო.

უილოკმა მაისში ინგლისის პრემიერ ლიგაში ზედიზედ ოთხ მატჩში ჩაიტარა. ის ალან შირერის შემდეგ „ნიუკასლის“ პირველი მოთამაშეა, რომელმაც 7 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.

22 წლის უილოკს კონტრაქტი ლონდონის „არსენალთან“ აკავშირებს, ხოლო „ნიუკასლში“ სეზონის მეორე ნახევარში გაანათხოვრეს. მან „კაჭკაჭების“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 8 გოლი მიითვალა.