შენგელიას ცსკა ნახევარფინალში დამარცხდა- ევროლიგას ახალი ჩემპიონი ეყოლება

0
9

მოსკოვის ცსკა, სადაც თორნიკე შენგელია გამოდის, კიოლნში მიმდინარე ევროლიგის ოთხთა ფინალის ნახევარფინალში თურქულ „ანადოლუ ეფესთან“ 86:89 დამარცხდა.

მატჩის მესამე მეოთხედში თურქები 64:43 დაწინაურდნენ, მაგრამ მოსკოველებმა 21 ქულა „ამოქაჩეს“ და სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირეს, თუმცა ეს საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 24:08 წუთი გაატარა.

მან თავის ანგარიშზე 10 ქულა, 7 მოხსნა და ერთი დაფარება ჩაიწერა.  შენგელიამ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 26 ქულით ცსკა-ს ამერიკელი ლეგიონერი უილ კლაიბერნი აღმოჩნდა.

„ანადოლუ ეფესის“ სერბმა კალათბურთელმა ვასილიე მიციჩმა 25 ქულა დააგროვა.