ქეცბაიამ „ანორთოსისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
2

თემურ ქეცბაია ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დარჩა.

კვიპროსული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 53 წლის ქართველმა სპეციალისტმა ახალი ხელშეკრულება 2023 წლამდე გააფორმა.

ქეცბაია „ანორთოსისში“ პირველად 2004-2009 წლებში მუშაობდა, ხოლო მეორედ გუნდს სათავეში 2019 წელს ჩაუდგა,

მისი ხელმძღვანელობით „ანორთოსისმა“ 14 წლიანი პაუზის შემდეგ კვიპროსის თასი მოიგო. ქართველმა სპეციალისტმა პირველად ეს 2006-2007 წლების სეზონში შეძლო.

გარდა ამისა, ქეცბაიამ ფამაგუსტელებს 2004-2005 და 2007-2008 წლების სეზონებში კვიპროსის ჩემპიონატში გაამარჯვებინა.

ქეცბაია საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, „ანორთოსისის“ გარდა საბერძნეთის „ოლიმპიაკოსს“ (2009 წლის ივლისის 2009 წლის სექტემბერი), საქართველოს ეროვნულ ნაკრებს (2009 წლის ნოემბერი 2014 წლის ნოემბერი), კვიპროსის აპოელს (2015 წლის აგვისტო 2016 წლის აპრილი), ათენის აეკი (2016 წლის ივნისი 2016 წლის ოქტომბერი), რუსეთის „ორენბურგი“ (2017 წლის ივნისი 2017 წლის აგვისტო).

გასულ სეზონში „ანორთოსისში“ საქართველოს ნაკრების 4 ფეხბურთელი თამაშობდა: მეკარე გიორგი ლორია, ნახევარმცველები თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი, თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია.

ლორია და დაუშვილი „ანორთოსისში“ რჩებიან, ხოლო ოქრიაშვილს კონტრაქტი ამოეწურა და დიდი ალბათობით ახალ კლუბში გადავა.

„გენტში“ დაბრუნდა ქვილითაია, რომელიც „ანორთოსისში“ იჯარით თამაშობდა.