„იუვენტუსმა“ პირლო გაუშვა

0
13

ტურინის „იუვენტუსი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

კლუბის ხელმძღვენელებმა დაკავებული თანამდებობიდან ანდრე პირლო დაითხოვეს, რომელმაც „იუვეს“ ერთი სეზონი უხელმძღვანელა. მანამდე, მას მთავარი მწვრთნელად არცეთ გუნდში უმუშავია.

პირლოს ხელმძღვანელობით ტურინელებმა იტალიის თასი მოიგეს, ხოლო სერია A-ში მეოთხე ადგილის დაკავება და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოპოვება ბოლო ტურში მოახერხა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, უახლოეს ხანში „იუვეს“ სათავეში მასიმილიანო ალეგრი ჩაუდგება.

ალეგრი “იუვენტუსს” 2014-2019 წლებში ავარჯიშებდა და გუნდს იტალიის ჩემპიონატი ზედიზედ 5-ჯერ მოაგებინა, ხოლო იტალიის თასი – ოთხჯერ.

გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით ტურინელებმა 2-ჯერ იტალიის სუპერთასს დაეუფლნენ, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, მაგრამ ჯერ “ბარსელონასთან” წააგეს, შემდეგ – “რეალთან”.