იერემი პინო უეფას ევროპა ლიგის ისტორიაში შევიდა.
26 მაისს, პოლონეთის ქალაქ გდანსკში გამათულ ევროპა ლიგის ფინალში „ვილიარეალმა“ პენალტების სერიაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ 11:10 (მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა) დაამარცხა.
ესპანური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში 18 წლის გარემარბი იერემი პინო იყო, რომელმაც მოედანზე 77 წუთი დაჰყო და შემდეგ პაკო ალკასერმა შეცვალა.
პინო 18 წლისა და 218 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც ევროპა ლიგა მოიგო.
ის „ვილიარეალის“ აღზრდილია და პირველ გუნდში დაბიუტი 2020-2021 წლების სეზონში ჰქონდა. მან ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
