„შეფილდ იუნაიტედის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეფილდელებს სლავიშა იოკანოვიჩი გაუძღვება, რომელმაც 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
52 წლის სერბი სპეციალისტის ბოლო კატარის „ალ-გარაფაში“ მუშაობდა. მანამდე, ის თავის სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ბელგრადის „პარტიზანს“, ინგლისის „ფულემსა“ და „უოტფორდს“ უძღვებოდა.
2020-2021 წლების სეზონში „შეფილდ იუნაიტედმა“ ინგლისის პრემიერ ლიგაში ბოლო ადგილი დაიკავა და ჩემპიონშიფში გავარდა.
