კვარაცხელიას „რუბინიდან“ წასვლის შანსი 95 პროცენტია

0
5

გამოცემა sport.business-gazeta.ru-ს ინფორმაციით, ხვიჩა კვაარცხელიას ყაზანის „რუბინიდან“ წასვლის შანსი 95 პროცენტია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა და მისი შეძენა 6 ევროპულ კლუბს სურს.

ამ კლუბებიდან ჯერ ოფიციალურად „რუბინისთვის“ არცერთ მიუმართავს, მაგრამ ყაზანში ელოდებიან, რომ კვარაცხელიას მიმართ დაინტერესება ივლისის შუა რიცხვებიდან გაიზრდება.

20 წლის კვარაცხელიამ „რუბინის“ მაისურით 2020-2021 წლებში რუსეთის პრემიერ ლიგაში 23 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანის გარდა, ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.

კვარაცხელია შარშანდელის მსგავსად, წელსაც რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს.