გიორგი ჯიქია: „საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ ბინები და ფული არ შემოუთავაზებიათ“

0
6

რუსეთის ეროვნული გუნდისა და მოსკოვის „სპარტაკის“ მცველ გიორგი ჯიქიას თქმით, თავის დროზე როდესაც საქართველოს ნაკრებში თამაში შესთავაზეს, მას მატერიალურ კეთილდღეობას არ დაპირებიან.

„საქართველოს ნაკრებში თამაში შემომთავაზეს. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შევხდი. მითხრეს, რომ გუნდს ვჭირდებოდი, სურდათ პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე ჩემთვის საქართველოს პასპორტი დაჩქარებული წესით გაეკეთებინათ. ვიღაც ფიქრობს, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის სანაცვლოდ ბინები, ფული და კიდევ რაღაც შემთავაზეს, მაგრამ ასე არ ყოფილა. წმინდა სპორტული შეთავაზება იყო.

საქართველოში ამის შესახებ ბევრს წერდნენ და სხვადახვა რამეს. ისეთებიც იყვნენ ვინც მხარს მიჭერდა და ვინც მაკრიტიკებდა.

საქართველოდან ბიჭები მწერდნენ: „ჯიქა, რაც არ უნდა იყოს ძალიან სასიამოვნოა, რომ პროფესიონალურ კარიერაში ასეთ წარმატებას მიაღწიე. ეს ქვეყნის ნაკრებია, რომლის მოსახლეობა 150 მილიონია“.

ბრალდებებიც იყო. ზოგიერთი წერდა: „სამშობლო გაყიდა და ფული აირჩია“.

ზოგმა ჩემი არჩევანის მიზეზად რუსეთის პრემიერ ლიგაში ლეგიონერებზე არსებული ლიმიტი მოიყვანა. ამას მშვიდად ვხვდებოდი და მშობლებმაც ჩემი არჩევანი მიიღეს“- განაცხადა ჯიქიამ sport-express.ru-სთან ინტერვიუში.