ევრო-2020-ისთვის ნიდერლანდების შემადგენლობა ცნობილია

0
11

ნიდერლანდების ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ნარინჯისფრები“ ევროპირველობაზე ასეთი შემადგენლობით გაემგზავრებიან.

მეკარეები: იესპერ სილესენი (ვალენსია, ესპანეთი), ტიმ კრული (ნორვიჩი, ინგლისი), მაარტენ სტეკელენბურგი (აიაქსი).

მცველები:  პატრიკ ვან ანჰოლტი (კრ. პალასი, ინგლისი), ოუენ ვიინდალი (ალკმაარი), სტეფან დე ვრეი (ინტერი, იტალია), დელეი ბლინდი (აიაქსი), იურიენ ტიმბერი (აიაქსი), ნათან აკე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), მატეის დე ლიხტი (იუვენტუსი, იტალია), დენზელ დუმფრიზი (ეინდჰოვენი), ჯოელ ველტმანი (ბრაიტონი, ინგლისი).

ნახევარმცველები : დონი ვან დე ბეკი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), რაიან გრავენბერხი (აიაქსი), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა, ესპანეთი), დავი კლასენი (აიაქსი), მარტენ დე რონი (ატალანტა, იტალია), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ლივერპული, ინგლისი), ტეუნ კოპმაინერსი (ალკმაარი).

ფორვარდები:  სტივენ ბერგჰუისი (ფეიენოორდი), მემფის დეპაი (ლიონი, საფრანგეთი), კოდი გაკპო (ეინდჰოვენი), ლუკ დე იონგი (სევილია, ესპანეთი), დონიელ მალენი (ეინდჰოვენი), ქუინსი პრომესი (სპარტაკი, რუსეთი), ვოუტ ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი, გერმანია).

ნიდერლანდები C ჯგუფში ავსტრიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და უკრაინას დაუპირისპირდებიან.

შეგეხსენებთ, რომ 6 ივნისს ნიდერლანდების ნაკრები ენსხედეში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.