უნაი ემერი: „ჩვენ საკუთარი კოზირები გვაქვს“

0
4

„ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის თქმით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, მაგრმ მის გუნდს საკუთარი კოზირები აქვს.

„გვეამაყება და პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმაზე, რომ ბოლო ნაბიჯი გადავდგათ და გავიმარჯვოთ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს პროექტი არ შენელდება და შეჩერდება.

ამ ტურნირმა დიდ პროგრესს მიაღწია. ახლა ევროპა ლიგაში ბევრი მაღალი დონის გუნდი თამაშობს, რომელთაც ტიტულის მოგება ძალიან სურთ. „ვილიარეალმა“ მათ რიგებში თავისი ადგილი დაიმსახურა. საკუთარი თავოს წარმოჩენა საუკეთესო კუთხით გვსურს. თუ სათანადო დონეზე ვითამაშებთ, მაშინ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ბრძოლას მოვახერხებთ, რაც საუცხოოა.

ჩვენ მდიდარი და ღირსეული ისტორია გვაქვს, რომელიც ძალიან დიდი ხნის არაა. თუ „იუნაიტედი“ ფავორიტია, მხოლოდ იმის გამო, რომ საუცხოო მოთამაშეები და დიადი ისტორია აქვს, მაგრამ ჩვენ საკუთარი არგუმენტები გაგვაჩნია გდანსკში გასამარჯვებლად. ცალკეულ ფაზებში მეტოქეს საკუთარი თამაში თავს უნდა მოვახვიოთ, მაგრამ პირველ ყოვლისა იმ ზონებში უნდა ვიბრძოლოთ, სადაც მეტოქე ძლიერია, რათა მისი უპირატესობის ნიველირება შევძლოთ.

ყოველი ფინალი ერთმანეთისგან განსხვავდება. მე მქონდა ფინალები, სადაც ფავორიტები ვიყავით, მაგრამ პირიქითაც მომხდარა. დავამტკიცეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ. მოედანზე ღირსებითა და საბრძოლო განწყობით გავალთ. „მანჩესტერ იუნაიტედს“ თამაში თუ გამოუვიდა, ნებისმიერ მეტოქის დამარცხება შეუძლია, მაგრამ ჩვენ საკუთარი კოზირები გვაქვს. „იუნაიტედი“ დაწვრილებით შევისწავლეთ. მთავარია ის შანსი გამოვიყენოთ, რაც გვექნება. „არსენალში“ მუშაობის შემდეგ დამატებით მოტივაციას არ ვგრძნობ.

მე მოვალე ვარ კლუბის პრეზიდენტის და ყველა იმ ადამიანის, ვინც ეს პატარა საზოგადოება დიად კლუბად აქცია. ინგლისურ კლუბზე ან სხვა ვინმეზე შურისძიებაზე არ მიფიქრია. ყველაფერი რასაც ვაკეთებ ისა, რომ ვცდილობ „ვილიარეალს“ საუკეთესო შედეგის მიღწევაში დავეხმარო“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ევროპა ლიგის ფინალში „ვილიარეალი“ 26 მაისს პოლონეთის ქალაქ გდანსკში „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.

ესპანური კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად ევროთასების ფინალში გავიდა.