სოლსკიაერი ფინალში შანსს 50/50-ზე აფასებს, ნორვეგიელის იღბლიანი 26

0
9

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვთნელ ოლე გუნარ სოლსკიაერს მიაჩნია, რომ მისი გუნდი ევროპა ლიგის ფინალისთვის კარგად მოემზადა, ხოლო მომავალ შეხვედრაში წარმატების შანსი მისი აზრით 50/50-ზეა.

„ჩვენ კარგად მოვემადეთ. ანტონი მარსიალმა გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო და ფილ ჯონსიც არ ითამაშებს. ჰარი მაგუაირმა მოედნის გარშემო სირბილი დღეს დაიწყო. ალბათ, ის ეცდება, რომ გუნდის წრმატებაში თავისი წვლილი შეიტანა, ხოლო საერთო ჯამში შემადგენლობა ღირსეულად გამოიყურება.

ვფიქრობ, როდესაც მოთამაშეებმა წარმატების გემო შეიგრძნეს, სიტუაცია შესაძლოა ორი სცენარით განვითარდეს.

ან უნდა დამშვიდდე და წარსული წარმატებით დატკბე ან კიდევ უფრო მეტი შიმშილი იგრძნო, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება. ფეხბურთელთა ეს ჯგუფი ერთად წელიწადნახევარია მუშაობს. მათ შემდეგი ნაბიჯია, რომ ასეთი დონის თამაშისგან ისიამოვნონ.

თავდაჯერება საკმარისი მაქვს. ვამჩნევ, რომ მოთამაშეების შიგნით რაღაც იზრდება. ისინი წარუმატებლობის მიმართ უფრო მედეგები არიან. დარწმუნებული ვარ, როგორც გუნდი ფინალისთვის მზად ვართ.

სასტარტო შემადგენლობის მიღმა მოთამაშის დატოვება ყოველთვის რთულია. ფინალი მთელი სეზონის განმავლობაში გაწეული სამუშაოს ჯილდოა. თუ ერთ პოზიციაზე ორი ფეხბურთელის არჩევა დამჭირდა, მაშინ სეზონის ბოლოს ყველაფერს მათი მდგომარება წყვეტს.

თითოეული მოთამაშე, რომელიც ფინალში გადის ზეწოლას გრძნობს. ჩვენ გამარჯვებას ვგეგმავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უნაი ემერის თავის მოთამაშეებთან ერთად იმავე სურს. გრძელი გზა გავიარეთ და ფინალში შანსი ყოველთვის 50/50-ზეა. შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს. თუმცა, მჯერა, რომ მზად ვართ.

სეზონი ფინალის შემდეგ უნდა შეფასდეს. სახლში ბედნიერები მაშინ დავბრუნდებით თუ მომავალ მატჩში გავიმარჯვებთ“ – იუწყება სოლსკიაერის ნათქვამს მანჩესტერელთა ოფიციალურ ვებგვერდი.

26 მაისს პოლონეთის ქალაქ გდანსკში გასამართ ევროპა ლიგის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ვილიარელს“ შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ 26 სოლსკიერისთვის ბედნიერი ციფრია. ის 26 თებერვალს დაიბადა, მისი ცოლი 26 რიცხვში დაიბადა და ისინი 26-ში დაქორწინდნენ. 1998-1999 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც 26 მაისს ჩატარდა, ნორვეგიელმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით „ბაიერნთან“ (2:1) გამარჯვების გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად გდანსკში გუნდის ექსთავკაცი ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი გაემგზავრა.